Saturday, June 10, 2017

რეფლექსიები

დღე პირველი. საინტერესო და ძალიან პროდუქტიული მეცადინეობა იყო.ძალიან სერიოზული და აქტიური მუშაობა გველის წინ.


დღე მეორე. მოვახდინეთ საშინაო დავალების შემოწმება პრეზენტაცია.ძალიან საინტერესო იყო ლაურას დავალება.შემდეგ ვისწავლეთ პუბლიკაციები.ასევე ბროშურა
და მისი მომზადება word-2016-ის გამოყენებით.

დღე მესამე.
შევამოწმეთ საშინაო დავალებები დამივიღეთ სათანადო პასუხები კითხვებზე.ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ვიმუშავეთ მოდულ-2-ზე და შევავსეთ საკვანძო კითხვებისგანსაზღვრა.

დღე მეოთხე: 
ემოწმებული დავალებებიდან გავერკვიე თუ როგორ უნდა ვიმუშაო ბროშურის შიგნითა გვერდებზე.მივიღე ზუსტი პასუხი გაკვეთილის გეგმაში როგორ შემეტანა სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან.გავეცანი და შევისწავლე შეფასების დროის ჩარჩო, გავერკვიე როგორ გავუზიარო დრაივიდან.
დღე მეხუთე:
განვიხილეთ საშინაო დავალების საკითხები და მე მივიღე სათანადო პასუხები ჩემს კითხვებზე შეფასების დროის გეგმასთან დაკავშირებით. გავეცანი გუგლის რუკით მუშაობას,რაც ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მეტად მჭირდება შემდგომში.დავიწყე მუშაობა მოაწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადებაზე და გავერკვიე word-ში ობიექტის ჩასმაზე.დღე ძალიან საინტერესო იყო და მოითხოვს ბევრ ვარჯიშს.

დღე მეექვსე: 
მეცადინეობა ძალიან დატვირთული იყო.შემოწმდა და მივიღე კომენტარები ჩემს შესრულებულ დავალებებზე: ბროშურა, სლაიდები პროექტისთვის. განვიხილეთ ერთერთი პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა სლაიდზე, მუსიკის ფონად დადება,
დღე მეშვიდე:
კიდევ ერთხელ გავიხსენე როგორ ვიმუშაო პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე. გავეცანი თემას-მედიარესურსების კრიტიკული შეფასება, პროექტის პრეზენტაციის სტრუქტურას.

დღე მერვე:
ჩემს ბლოგზე განვათავსე წინა ტრენინგების განმავლობაში შესრულებული დავალებები. შევამოწმე ყველა დავალება-რამდენად სრულყოფილი იყო ტრენერთან ერთად და საჭიროებისამებრ შევიტანე ცვლილებები.

1 comment:

  1. რეფლექსია დავწეროთ პირველ პირში.
    ყურადღება გავამახვილოთ იმ სიახლეებზე (თუ ასეთი იყო :) )რაც მოცემულ სესიაზე გაშუქდა.
    რითი იყო მნიშვნელოვანი და რას მომცემს მე.
    რა სირთულეები შემხვდა, რა იყო გაუგებარი.

    ReplyDelete